ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამარდაშვილი ბარბაროსი, უცხოპლანეტელი და მგელია - როგორ შეაფასეს გიორგის თამაში

ლა ლიგის 21-ე ტურში „ბილბაოსთან“ საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (1:0) ჩინებულად გაისარჯა „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო, ბოლოს კი უნაი გომესის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
Sofascore-მა გიორგის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, ხოლო Whoscored-მა 7.9-ით და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. შედარებით დაბალი შეფასება, 7.4 დაიმსახურა ქართველმა flashscore-სგან.
„ღამურების“ საიტმა მოედნიდან მოზეიმე მამარდაშვილის სურათი გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: „დრაკულა, ბარბაროსი, გოლიათი, უცხოპლანეტელი, ბოროტი ჯადოქარი, მგელი“.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.