არქივი2 ივლისი, 2024, 17:28
მამარდაშვილი: აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს!
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს!, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ! მადლობა, რომ იყავით იმ ყველაფრის ნაწილი, რაც ჩვენ ერთად შევქმენით.
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს!“, - წერს მამარდაშვილი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალის ეტაპზე დაემშვიდობა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.