მამარდაშვილის ვალენსიამ" "ბეტისთან" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
ლა ლიგის 32-ე ტურში „ვალენსია“ სახლში, ევროტურნირებზე გასასვლელ ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ბეტისთან“ 1:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა პერესმა თავისი გუნდი დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა თამაში გამოასწორეს, პეპელუმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პერესმა რიკოშეტით სევილიელები ისევ წინ გაიყვანა და გამარჯვება მოუპოვა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.9, Flashscore 6.7, Whoscored 6.5.
„ვალენსია“ 47 ქულით მერვე ადგილზეა და 29 აპრილს გასვლაზე „ბარსელონას“ შეხვდება.
ვალენსია - ბეტისი 1:2
გოლები: 0:1 პერესი (19), 1:1 პეპელუ
(66, პენ), 1:2 პერესი (77)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.