ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამაკაცი 9 ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მამაკაცი 9 ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ლოს-ანჯელესში, 50 წლის მიშელ დიჯორჯო დააკავეს, რომელმაც, სულ მცირე, ცხრა ქალს ნარკოტიკების მიღება აიძულა და შემდეგ ისინი გააუპატიურა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურატურამ მიშელ დიჯორჯოს მკვლელობასთან, ნარკოტიკების მოხმარების იძულებასა და გაუპატიურებასთან დაკავშირებული ბრალდებები წაუყენა. ჯერჯერობით, გაურკვეველია, ბრალდებული როგორ შეხვდა ან იცნობდა თუ არა მსხვერპლს. არ სახელდება დაზარალებულთა ვინაობაც.
ამჟამად, მიშელ დიჯორჯო საპატიმროში იმყოფება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.