მამაკაცი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლი სასტიკად სცემა, დაკავებულია – გამოძიება ცხოველის წამების, მისდამი სასტიკი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით დაიწყო

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლი ჯოხით სასტიკად სცემა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე, ცხოველზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ძაღლი ცემის შედეგად მოკვდა. მარნეულის პოლიციასთან ღამით მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ, ისინი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.
მარნეულის პოლიციის უფროსის თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გასული წლის დეკემბრის თვეშია გადაღებული.
-მ გამოძიება ცხოველის წამების, მისდამი სასტიკი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა