პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამაკაცი, რომელმაც კახეთში ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მისი მეუღლე - მოკლა, დაკავებულია

კახეთში, სოფელ თულარში ორი დღის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. დაკავებული დაჭრილის ყოფილი მეუღლეა.
გამოძიების ინფორმაციით, იაგუბ ხეირ ხაბაროვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი ადგილზე მოკლა. დაჭრილი ქალი ამ დრომდე კლინიკაშია. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმები დაშავებულის მდგომარეობას სტაბილურად, თუმცა მძიმედ აფასებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.