არქივი1 თებერვალი 2025, 23:41
მამაკაცი, რომელიც „გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც „გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელში ტელეფონი ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა.
როგორც ცნობილია ის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სხვა დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.