არქივი13 ივლისი, 2025, 03:10
მალხაზ ჭკადუა: რა უნდა ასწავლოთ, ქალბატონო მაგდალინა, სექტემბერში საკუთარ მოსწავლეებს?

"მივმართავ მაგდალინა თოდუას, ჩემს კოლეგას და თანაქალაქელს [...] რანაირად შეიძლება დემოკრატიას ასწავლიდე სკოლაში და თან, სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების ასეთ შეზღუდვას შეუწყო ხელი? რა უნდა ასწავლოთ, ქალბატონო მაგდალინა, სექტემბერში საკუთარ მოსწავლეებს?
მივმართავ ირაკლი დგებუაძეს - ადამიანი ხარ, კაცი ხარ, თუ ლაჩარი ხარ? იმიტომ, რომ ქართულ რეალობაში, ქართულ ლიტერატურაში ქართლ მწერლობაში არ არსებობს მაგალითი, როდესაც მამაკაცი პასუხს სთხოვს ქალს სილის გარტყმის გამო", - მალხაზ ჭკადუას გამოსვლა ზუგდიდში გამართულ აქციაზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.