მალიში ანტისამთავრობო ძალების ფართომასშტაბიანი იერიში მიმდინარეობს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია

მალიში ანტისამთავრობო ძალების ფართომასშტაბიანი იერიში მიმდინარეობს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ადგილი აქვს კოორდინირებულ თავდასხმებს როგორც დედაქალაქზე, ისე სამხედრო ობიექტებზე.
🔴 რუსული სამხედრო წყაროები წერენ, რომ ჩამოგდებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „აფრიკული კორპუსის“ კუთვნილი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი და დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა პირი. ამავე ცნობებით, ქალაქ კატიში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მალის თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა.
🔴 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 25 აპრილს შეიარაღებულმა ანტისამთავრობო ჯგუფებმა „განახორციელეს კოორდინირებული თავდასხმების სერია მალის დედაქალაქსა და მეზობელ რეგიონებში. 250-მა ბოევიკმა შეუტია საერთაშორისო აეროპორტს და იქვე მდებარე სამხედრო ბაზას“. მათივე განცხადებით, მალის შეიარაღებულმა ძალებმა ეს თავდასხმა მოიგერიეს.
🔴 თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. Reuters-ის წყაროები ძალოვან სტრუქტურებში თავდასხმებს უკავშირებენ ჯიჰადისტურ დაჯგუფებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ