“მალე გამოვალ, ყველას ყველაფერი მოეკითხება… დედას მიმიხედეთ” – ანრი კვარაცხელია

“მალე გამოვალ, ყველას ყველაფერი მოეკითხება” – ამ სიტყვებით შეხვდა მის მიმართ გამოტანილ განაჩეს სინდისის პატიმარი ანრი კვარაცხელია, რომელსაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებამდე კი პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა პატიმარმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და ახლობლებს და მეგობრებს სთხოვა “დედისთვის მიეხედათ”.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარი ანრი კვარაცხელია 4 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვა
“დიდი მადლობა რომ ჩემს საქმეებზე დადიხართ, ჩემთვის რა წლებიც არ უნდა მომისაჯოთ, მაგას ჩემთვის არსებითი მნიშველობა არ აქვს, მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი, ჩემი საქმე არის შეკერილი, ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო, მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ, ერთ რამეს გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს და ძალიან მიყვარხართ ერთი დიდი ოჯახი ვართ ყველა.”- თქვა ანრი კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში