მალგოჟატა გოშევსკა – საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება, ეს ქვეყანა მოსკოვის სატელიტი გახდა – დიქტატურისთვის დანებება, დანაშაულია, სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა დანაშაულია

საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება, ეს ქვეყანა მოსკოვის სატელიტი გახდა, სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა, დანაშაულია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
“საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება. “ქართული ოცნების” დომინაციის ქვეშ მყოფი მთავრობა სასტიკად ახშობს პრო-დემოკრატიულ პროტესტებს და ღია ომს აწარმოებს თავისუფალ მედიასთან. მზია ამაღლობელი, პატივცემული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტის გამბედაობა გააჩნდა.
თავის დრამატულ მოწოდებაში მან თქვა: “არ მივიღებ რეჟიმის დღის წესრიგს, ვიწყებ შიმშილობას. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე“. თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ცხოვრება – თითქმის 4 წელია, რაც ყოფილი პრეზიდენტი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარია.
“ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც კულისებს მიღმა მართავს, საქართველოს ევროპული გზა შეაბრუნა. ეს ქვეყანა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფოდა, მოსკოვის სატელიტი გახდა.
არ შეგვიძლია უბრალოდ გვერდზე დგომა და ყურება. საქართველოს დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვისა და ნორმალური ცხოვრებისთვის იბრძვის. დიქტატურის მხარდაჭერა, დიქტატურისთვის დანებება – დანაშაულია. სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე დგომა ასევე დანაშაულია”, – განაცხადა გოშევსკამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს