მაკრონს ყურები აქვს წამოწეული, არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, საქართველოშიც უნდა შეძვრეს – ალიევი

ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აქვს წამოწეული, არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, იგი საქართველოშიც უნდა შეძვრეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„კარგია, რომ (საქართველოში) ახლა ვითარება უკვე სტაბილურობისკენ მიდის. თქვენ ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აქვს წამოწეული. არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, იგი საქართველოშიც უნდა შეძვრეს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ამავე ინტერვიუში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მედია უცხოეთიდან არ ფინანსდება.
„აღმოჩნდა, რომ საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც დასავლეთისგან დაფინანსებას იღებენ და ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ ან ხელფასს იღებენ, ალბათ, ათიათასობით არიან, თუ უფრო მეტი არა. ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ. მაგალითად, აზერბაიჯანული მედიის დაფინანსება უცხოური წყაროდან ერთი პროცენტითაც არ შეიძლება. ეს არ შეუძლიათ. რატომ? ჩვენ არ ვაფინანსებთ მედიას -ში, რატომ უნდა დააფინანსონ მათ ჩვენი მედია? ასე რომ, ისინი თავიანთი რესურსებით, როგორიცაა „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის შესახებ სიბინძურეს ავრცელებენ და სომხეთთან ჩვენს გამარჯვებას ჩრდილს აყენებენ. ვფიქრობ, ამის მოსაგვარებლად საქართველოში გარკვეული დრო დაიკარგა და როცა ეს გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელმა ცოტათი ჩაიარა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. (ინტერპრესნიუსი)

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა