მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა მემარჯვენე-პოპულისტების ევროპარლამენტის არჩევნებში ტრიუმფის შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა. ასე გამოეხმაურა იგი ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელშიც დიდ გამარჯვებას „ნაციონალურ გაერთიანებაში“ შემავალმა მემარჯვენე პოპულისტებმა.
მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, რომელსაც ახლა 29 წლის ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს, ეგზიტპოლების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმები მიიღო. ბარდელამ ადრე მოუწოდა მაკრონს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები. ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილზეა სოციალისტური კოალიცია. ულტრამემარჯვენე პარტია „რეკონკისტამ“ ასევე მიაღწია წარმატებას.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს, მეორე კი 7 ივლისს გაიმართება.
ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას დასრულდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა რიგ ქვეყნებში უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეების წარმატებას ადასტურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ