პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკრონმა საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა

მაკრონმა საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა.
ბერნიე 2016-2021 წლებში “ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო.
მანამდე ბარნიე საფრანგეთის მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა – ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საქმეთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს.
ის ასევე მუშაობდა შიდა ბაზრისა და მომსახურების ევროკომისრად.
მიშელ ბარნიემ მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს, შემდეგ კი პარლამენტმა დაამტკიცოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.