ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკრონი: ჩვენ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვას თავი

მაკრონი: ჩვენ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვას თავი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვს თავი.

მიმართავში მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს.

"ჩვენ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვას თავი. ჩვენ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ... ჩვენ ახალ ეპოქაში გადავდივართ", - თქვა პრეზიდენტმა.

მან ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდება და თქვა, რომ ეს "რეგიონის რეინდუსტრიალიზაციას" ნიშნავს. მისივე თქმით, საფრანგეთი მოკავშირეებთან "გრძელვადიანი, მყარი, გადამოწმებადი სამშვიდობო შეთანხმების" ხელმოწერის მიზნით შეხვედრებს გააგრძელებს.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, მომავალ კვირას პარიზში ევროპული არმიების მეთაურების მიწვევას აპირებს.

მისი განცხადებით, საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ აშშ მის გვერდით აღარ იქნება.

მიმართვის ბოლოს მაკრონმა ფრანგ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.