ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკრონი: რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია – მოვუწოდებ რუსეთს, ესკალაცია შეწყვიტოს

მაკრონი: რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია – მოვუწოდებ რუსეთს, ესკალაცია შეწყვიტოს

მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
მაკრონი ამბობს, რომ მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავლენ.
„რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია, ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.