არქივი4 ოქტომბერი, 2024, 08:37
მაკრონი: პირობას ვდებთ - ამ არჩევნებს შეუძლია ევროპული გზის აღდგენის საშუალება მოგცეთ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალებაა.
"ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში გიმასპინძლე. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და პირობას დებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს", - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი Facebook-ზე და სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.