მაკრონი: ისლამისტურმა ჯგუფმა ბოლო თვეებში საფრანგეთში უშედეგო თავდასხმები დაგეგმა

ორშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა, რომლებმაც მოსკოვთან ახლოს საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას 137 ადამიანი მოკლეს, ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” იმ ფილიალს წარმოადგენდნენ, რომელმაც რამდენიმე უშედეგო თავდასხმა დაგეგმა ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთში.
საფრანგეთის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებით, სწორედ ეს ფაქტი ხსნის გუშინ, საფრანგეთის მიერ ქვეყანაში მომატებული რისკების კვალდაკვალ, განგაშის სისტემის დონის უფრო საყურადღებო დონეზე ამოქმედებას.
მოსკოვში, პარასკევის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იალამისტურმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
მოსკოვმა, რომელიც აშშ-ის მტკიცებას უარყოფს, რომ ეს თავდასხმა ამ ჯგუფმა დაგეგმა, დღესაც აგრძელებს განცხადებას, რომ დამნაშავე უკრაინაა, რასაც მაკრონმა “ცინიკური და კონტრპროდუქტიული” უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ