ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკრონი: ვუახლოვდებით იმ მომენტს ევროპისთვის, როდესაც საჭიროა არ ვიყოთ მხდალები

მაკრონმა პრაღაში ვიზიტისას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ევროპულმა სახელმწიფოებმა სიმხდალე არ გამოიჩინონ. პრაღაში მაკრონი მის ჩეხ კოლეგას, პეტრ პაველს შეხვდა და მათ საერთო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
"არის თუ არა ეს ჩვენი ომი? შეგვიძლია თვალები დავხუჭოთ იმ რწმენით, რომ პროცესები თავისი გზით განვითარდება? ასე არ მგონია, შესაბამისად მე მოგიწოდებთ სტრატეგიული აღზევებისკენ და ამას სრულად ვუჭერ მხარს" - თქვა ემანუელ მაკრონმა.
26 თებერვალს ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ არ გამორიცხავდა უკრაინაში ჯარის გაგზავნას, რასაც ბევრი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა. მაკრონის ევროპელმა კოლეგებმა დააზუსტეს, რომ ისინი უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ აპირებდნენ. ფრანგმა ლიდერებმა განმარტეს, რომ უკრაინაში უნდა გაიგზავნოს სპეციალური ოპერაციების რაზმები, რომლებიც მაგალითად გამნაღმველ სამუშაოებში ჩაერთვებიან.
მაკრონმა პრაღაში სიტყვით გამოსვლისას ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საფრანგეთს ომის ესკალაცია არ სურს და ისინი მტრულად და საომრად განწყობილები არ არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.