მაკრონი: გულახდილები ვიყოთ: 8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა

“სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები ვიყოთ: 8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. ის ფაქტი, რომ დღეს თქვენს ქვეყანას ამდენი სტუმარი ეწვევა, კარგი სიგნალია – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე
“რვა წლის წინ, ამ მაგიდასთან მსხდომი ბევრი ქვეყანა სომხეთს რუსეთის ნამდვილ სატელიტად მიიჩნევდა. ნიკოლ ფაშინიანმა ხავერდოვანი რევოლუცია მოაწყო და გადაწყვიტა თავისი ქვეყნის რუსეთისგან დაცვა. და ამის გამო, ის ყოველდღიური თავდასხმების მსხვერპლი გახდა და კვლავაც ხდება“ – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის ევროპული არჩევანის მნიშვნელობას და დასძინა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა, სომხეთის სტრატეგია და მოლდოვაში გადადგმული ნაბიჯები ევროპული ქვეყნების საერთო მიმართულებაზე მეტყველებს.
„უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ, ევროპელებმა, გადავწყვიტეთ კოლექტიური განგაში აგვეტეხა და უარი ვთქვით რომელიმე დიდ ძალაზე ვყოფილიყავით დამოკიდებული. ეს არის სტრატეგიული ავტონომიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა“ – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია