პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი აკრძალავს სოციალურ მედიაზე წვდომას 15 წლამდე ბავშვებისათვის

მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი აკრძალავს სოციალურ მედიაზე წვდომას 15 წლამდე ბავშვებისათვის

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას აკრძალავს, “თუ ეს ევროპულ დონეზე არ მოხდება”.
„ჩვენ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია უნდა ავკრძალოთ“, – განუცხადა მაკრონმა საზოგადოებრივ ტელევიზიას France 2-ს.
„მე რამდენიმე თვეს ვაძლევ ევროპას, რომ ამ საკითხზე იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში… საფრანგეთში დავიწყებთ“, – თქვა მან.
10 ივნისს, აღმოსავლეთ საფრანგეთში, ბარგის რუტინული შემოწმების დროს 14 წლის მოსწავლემ სკოლის თანამშრომელი სასიკვდილოდ დაჭრა. დაზიანებები მიაყენა კიდევ ერთ პირს, რომელიც სკოლის თანამშრომელს ჩანთის შემოწმებაში ეხმარებოდა.
მოზარდი ადგილზე დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა თავდასხმა რაიმესთან, რაც სტუდენტმა სოციალურ მედიაში ნახა.
euronews georgia

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.