ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა

დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს, გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
„აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობა.
მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონში და თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.