ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დაუშვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ მათი გამოცდილება

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დაუშვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ მათი გამოცდილება, რათა ჩვენი ევროკავშირში წევრობის მიზნამდე გზა იყოს უფრო მოკლე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს რეფორმების გატარების კუთხით, ასევე, მოლაპარაკებების წარმოების პროცესში და მათთან ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე ათწლეულზე მეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან და მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა. დღეს აქ ითქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც მათ დაუშვეს ამ პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც ამ ქვეყნებს აქვთ, იმისათვის, რომ ჩვენი ევროკავშირში წევრობის მიზნამდე გზა იყოს უფრო მოკლე, ვიდრე ეს არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.
მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება რეფორმების გატარების კუთხით, მოლაპარაკებების წარმოების პროცესში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ეს დიალოგი და მათთან გვქონდეს ეს ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.