ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონისთვის და მისი როლის გაძლიერების შესაძლებლობები. ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა მიმართულებები.
ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.