მაკა ბოჭორიშვილი: სასაცილო მცდელობები ახალი არ არის

“სასაცილო მცდელობები ახალი არ არის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპის ბიუროკრატიიდან ჩემთან საუბრისას ახსენა ასეთი რაღაც – “ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით, და ნახავთ როგორი იქნება ამბავი”. მაშინ კი ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა ჩაენაცვლებინათ ბიუროკრატიას საქართველო სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაში. […]
არა მხოლოდ გზების და მარშრუტების, ხედავთ, ევროინტეგრაციის პროცესშიდაც ცდილობენ გარკვეული კონკურენციის გაჩენას რეგიონის ქვეყნებს შორიც, რაც ასევე ღიმილისმომგვრელია. თავად სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ამას ხაზი და ევროპარლამენტშიც განაცხადა სომხეთის პრემიერმა, რომ ევროინტეგრაციაზე საუბარი როდესაც არის სომხეთისთვის, ჯერ საქართველოა და იქ უნდა შევხედოთ რა და როგორ განვითარდებაო”. – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE-ის ეთერში

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!