ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. პარლამენტის ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. დისკუსიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.