მაკა ბოჭორიშვილი: …ეს ჩვენი ბრალი არ არის და ეს ამ მდგომარეობაში ჩვენი გამოისობით არ არის, ასე ვთქვათ

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, არაერთხელ აღგვინიშნავს. ხმამაღლა, ღია წერილებშიც, დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ეს ჩვენი ბრალი არ არის და ეს ამ მდგომარეობაში ჩვენი გამოისობით არ არის, ასე ვთქვათ.

ჩვენ ბოლო წლებში ზუსტად ამ ურთიერთობების დრამატულ გაუარესებას ვაკვირდებოდით და მოვედით იმ დონემდე და იმ ეტაპამდე, რა ეტაპზეც უკვე მტრულ აქტებს “მეგობარ აქტებს” არქმევენ და საერთოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რა მდგომარეობაშია, ძალიან რთული სათქმელია ვიზუალურად, როგორც ჩანს გარედან გარედან ასეთი სურათ მივიღეთ.

რა თქმა უნდა ამ პროცესში ყველას თავისი როლი აქვს და ამ როლის შესრულება სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტორებმა შეასრულეს ეს როლი, იყო USAID, იყო მათი დაფინანსებული ორგანიზაციები, საელჩომაც თავისი როლი [შეასრულა]… მე არ მინდა ახლა -ს საელჩოს კრიტიკით დავკავდე, თუმცა თავისი როლი… ჩვენ ვნახეთ ეს და ჩვენ ვნახეთ, როგორ იყვნენ ჩართულები, თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა