მაკა ბოჭორიშვილი – დღეს ევროპაში ნამდვილადაა გამოწვევები, რაც უკავშირდება ფასეულობების დაცვას – კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კონსერვატიული ფასეულობების გასაჟღერებლად.
„საქართველო ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს და ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა სწორედ იმ ფასეულობების გასაჟღერებლად და გასაძლიერებლად, რასაც ემსახურება სწორედ კონსერვატიული მიმართულებები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროპაში ნამდვილად არის ის გამოწვევები, უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?