ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის (CICA) - გენერალურ მდივანს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის  (CICA) - გენერალურ მდივანს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ზომების
კონფერენციის (CICA) - გენერალურ მდივანს, კაირატ სარიბაის შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მისიაზე, რომელიც გულისხმობს აზიის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.

მიმოიხილეს მიმდინარე პროქტები, რომელიც CICA-ს ფარგლებში ხორციელდება, მათ შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს -  ეკონომიკის, ეკოლოგიის ჰუმანიტარულ, ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების და სამხედრო-პოლიტიკურ განზომილებებში თანამშრომლობას.

მხარეებმა ყურადღება გაამხვილეს CICA-ს არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობების ფორმატებსა და მიმართულებებზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.