ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი დღეს, 16 იანვარს, აზერბაიჯანს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს “საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტია”.
“ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს “შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, აზერბაიჯანში ვიზიტი აქვს დაგეგმილი ირაკლი კობახიძეს, რომელიც ხვალ, 17 იანვარს შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის დეკემბერში “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.