არქივი7 ივლისი, 2025, 18:39
მაისში ევროზონაში საცალო გაყიდვები ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით შემცირდა

მაისში ევროზონაში საცალო გაყიდვები ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით შემცირდა, რადგან აშშ-ის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით მზარდმა გაურკვევლობამ მომხმარებელთა განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა და ხარჯები შეამცირა.
ორშაბათს ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული პირველი შეფასებით, მაისში, აპრილთან შედარებით, ევროზონაში სეზონურად კორექტირებული საცალო ვაჭრობის მოცულობა 0.7%-ით, ხოლო ევროკავშირის მასშტაბით 0.8%-ით შემცირდა.
კლება ეკონომისტების პროგნოზებს ემთხვევა, თუმცა 2023 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მკვეთრ ვარდნას წარმოადგენს.
ვრცლად euronews–ზე
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.