“მაისურები არ ეცვათ და ეჭირათ ჯოხები თეთრი ნაჭრით” – შეცდომით მოკლულ საკუთარ მოქალაქეებზე განმარტებებს აკეთებს

ისრაელის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ღაზაში, შეცდომით მოკლულ ისრაელელ ბიჭებზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
ოფიციალური ცნობებით, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ცეცხლი შემდეგ გარემოებაში გახსნა: “ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი ბიჭები შენობიდან გამოდიოდნენ, ისინი ტანსზემოთ შიშვლები იყვნენ და ეჭირათ ჯოხი, რომელზეც თეთრი ქსოვილი იყო დამაგრებული.
ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ისრაელელმა ჯარისკაცმა ეს სურათი იხილა, “საშიშროება იგრძნო და ცეცხლი გახსნა”.
ისრაელის ცნობით, ორი ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი უკან გაიქცა და შენობაში შევარდა, თუმცა, მოგვიანებით, ისიც გარდაიცვალა.
“[ისრაელელმა] ჯარისკაცებმა გაიგონეს, როგორ ითხოვდა ვიღაც დახმარებას ებრაულად და მეთაურმა მაშინვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება”, – აცხადებენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში და ირწმუნებიან, რომ სამხედრო პირს ბიჭები ტერორისტები ეგონა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში, ოპერაციის დროს, ისრაელის არმიამ, შეცდომით, ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, დაღუპულია სამი მძევალი – 22, 26 და 28 წლის ბიჭები. შემთხვევას თელ-ავივში საპროტესტო მსვლელობა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება