ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიმუნის ყვავილის გამო მსოფლიოში საგანგებო ზომები არ გამოცხადდება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მაიმუნის ყვავილის გამო მსოფლიოში საგანგებო ზომები არ გამოცხადდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინფექცია კორონავირუსს არ ჰგავს და მისი კონტროლი შესაძლებელია. ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მთავარია ერთობლივი მოქმედებები და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდება.
მაიმუნის ყვავილის აფეთქება რამდენიმე თვის წინ კონგოში მოხდა, იქ დაავადებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აგვისტოში ინფექციის ახალი შტამი შვედეთშიც დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.