ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ როთი - 13-15 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი

13-15 მაისს სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს - ვეწვევი, შეხვედრები გვექნება მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილს დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს!
ჩემთან ერთად ჩამოვლენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პატივცემული კოლეგები.
მოუთმენლად ველი შეხვედრებს მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების მამაც აქტივისტებთან”, - წერს როთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.