ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ როთი - საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტარებთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგული ვრჩებით, მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარები, გაიწვიეთ „უცხოური აგენტების კანონი“

საქართველოს მთავრობამ დარღვევები და მუქარები უნდა შეწყვიტოს, „უცხოური აგენტების კანონი“ უნდა გაიწვიოს და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.
„საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტარებთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგული ვრჩებით, მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარები, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი," დეესკალაცია მოახდინეთ და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი დაიწყეთ!
ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: ნუ იღელვებთ, ჩვენ შევხვდებით. მალე", - წერს როთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.