ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ როთი - ირაკლი კობახიძე, გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი - არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!

ირაკლი კობახიძე, გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი აცხადებს.
„ძვირფასო ირაკლი კობახიძე, შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ, ძალადობა სასწრაფოდ შეწყვიტე. გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი. არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!“ - წერს მაიკლ როთი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.