ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ როთი - არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში - ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა

არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“არც ივანიშვილი [და] არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში. ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა! მადლობა!”, - წერს როთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.