ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ როთის ინფორმაციით, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან

მაიკლ როთის ინფორმაციით, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან

ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის პირად გვერდზე წერს.
„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენი გულებისთვის. ჩვენ ევროპის შუაგულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგულები ვართ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებზე.
ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისს 11 ნოემბერს ეწვევა,” - წერს როთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.