მაიკლ კარპენტერი – სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით წავიდა – ვიმედოვნებთ, მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან“, – აცხადებს მაიკლ კარპენტერი.
მისივე თქმით, „ნათელია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით წავიდა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით“.
„ჩვენ დიდი ხანია რაც საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს ვუჭერთ, ჩვენ საქართველოს მხარდასაჭერად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში მივიღეთ მონაწილეობა. ამიტომ, სხვა მიმართულებით ამ გადაადგილებას, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით ვუყურებთ. ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ“, – აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი, რომლის განცხადებასაც ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ X-ზე აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ