ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიდანი 3 - ბუდანოვის ცნობით რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში გადატრიალებას გეგმავენ

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა აქვთ. ოპერაციის კოდური სახელია მაიდანი - 3.
ბუდანოვის განმარტებით ეს არის "მაქსიმალურად ძვირი" სპეცოპერაცია, რომელიც უკვე ჩავარდნის პირას არის, ვინაიდან უკრაინული მხარისთვის მათი გეგმა ცნობილია.
უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში რუსები ცდილობენ შექმნან სიტუაცია, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებს არა მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, არამედ ზოგადად უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
2023 წლის 16 ნოემბერს ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვი ცდილობს განხეთქილება დათესოს უკრაინულ საზოგადოებაში, შექმნას ქაოსი ქვეყნის შიგნით და მოიშოროს პრეზიდენტი. დაზვერვის ცნობით, რუსეთში ამ სპეცოპერაციის კოდური სახელია მაიდან 3.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.