მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს.
„გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება. ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით, ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით — მოლდოვა თქვენთანაა“, — წერს სანდუ X-ზე.
Yesterday, Moldovans took a crucial step forward on our European path. But the fight for democracy in Moldova—and across our region—continues. To the people of Georgia: I admire your resilience and determination to build a free, European future. Stand strong—Moldova is with you. — Maia Sandu (@sandumaiamd) November 4, 2024
მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა.
„თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა“, — მიმართა ზურაბიშვილმა მაია სანდუს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მოლდოვის არჩევნების შედეგი საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“.
„რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000-მა ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენს მილიონიან დიასპორა შეიზღუდა. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს“, — აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მოლდოვაში კვირას, 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, პროდასავლელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ალექსანდრ სტოიანოგლუ, რომელსაც მოლდოვის პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან