არქივი19 დეკემბერი, 2023, 08:10
მაია სანდუ - რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, რუსეთი რესპუბლიკაში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს.
„ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციას. სავარაუდოდ, ისინი დაახლოებით გაზაფხულიდან დაიწყებენ. აქ მყოფ ადამიანებს გამოიყენებენ, ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს“, - განაცხადა სანდუმ PRO-TV-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს გასული ადგილობრივი არჩევნების გაკვეთილები, გააანალიზოს ისინი და მიიღოს ზომები მოქალაქეთა ხმებისა და დემოკრატიული არჩევნების დასაცავად.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.