მაია სანდუ – რუსეთის დრონებმა კვლავ დაარღვიეს მოლდოვის საჰაერო სივრცე

რუსეთის დრონებმა კვლავ დაარღვიეს მოლდოვის საჰაერო სივრცე. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
„სასტიკი 10-საათიანი თავდასხმა უკრაინაზე. ეს არაა დიპლომატიის ენა, არც ქვეყნის, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს იბრალებს.
სამოქალაქო პირების დახოცვის გზაზე რუსულმა დრონებმა კვლავ დაარღვიეს მოლდოვის საჰაერო სივრცე, რამაც მისი დროებითი დახურვა გამოიწვია. ვგმობთ ამ თავდასხმებს და გვერდში ვუდგავართ უკრაინას“, – წერს სანდუ.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება