მაია სანდუ - მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ - გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო

მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხართ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა, - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა კანდიდატმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით - თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას“, - აღნიშნა სანდუმ.
შეგახსენებთ, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.