არქივი26 მაისი, 2025, 17:21
მაია სანდუ - ვულოცავ მამაც ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ჩვენი მოგზაურობები შეიძლება ყოველთვის არ იყოს მარტივი, მაგრამ ღირს ერთად გამგზავრება

ვულოცავ მამაც ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოლდოვა მხარს უჭერს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული მომავლის, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი მოგზაურობები შეიძლება ყოველთვის არ იყოს მარტივი, მაგრამ ღირს ერთად გამგზავრება. საქართველოს გაუმარჯოს!“- აცხადებს სანდუ.
შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.