მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ხელზე უკბინა. შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა. როგორც Reuters წერს, მოგვიანებით ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ძაღლს სათამაშო აჩუქა.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორი ლიდერი პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში სეირნობდა და ვან დერ ბელენმა ძაღლის, კოდრუტის მოფერება სცადა.
მაია სანდუმ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ცხოველი იქვე მყოფი ხალხის დიდმა რაოდენობამ შეაშინა. მომდევნო შეხვედრაზე მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან ავსტრიის პრეზიდენტი შეხვეული ხელით გამოჩნდა.
პარასკევს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვან დერ ბელენმა კოდრუტთან ინციდენტზე ისაუბრა.
“ყველამ, ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ძაღლების დიდი მოყვარული ვარ და შემიძლია მისი აღელვების გაგება”, – თქვა მან და დასძინა, რომ სანდუსთან და მოლდოვის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრამ “ძალიან კარგად” ჩაიარა.
ვან დერ ბელენმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ბოლო დღეს ძაღლს პატარა სათამაშო აჩუქა.
კიშინიოვში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც ვან დერ ბელენი და სლოვენიის პრეზიდენტი ესწრებოდნენ, ყურადღება მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე გამახვილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ