არქივი13 იანვარი, 2026, 01:05
მაია ორჯონიკიძე: BBC-ი წერს, რომ ირანში ვითარება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მსოფლიო აფასებს. დაღუპულთა რიცხვი უკვე შესაძლოა 10,000-ს აჭარბებდეს

პუბლიცისტი და მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
BBC-ი ადგილობრივ თვითმხილველებსა და ირანელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანში ვითარება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მსოფლიო აფასებს.
"დაღუპულთა რიცხვი უკვე შესაძლოა 10,000-ს აჭარბებდეს. საავადმყოფოებში გარდაცვლილ მომიტინგეთა ცხედრებს ისე აწყობენ ერთმანეთზე, თითქოს ბრინჯის ტომრები იყოს საწყობში. უსაფრთხოების ძალები ინტენსიურად იყენებენ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებს. ისინი პირდაპირ მომიტინგეების მიმართულებით ისვრიან…” - აცხადებენ ირანელი ჟურნალისტები და თვითმხილველები.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.