მაია ორჯონიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პუტინი ვერანაირ ომს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცხადია ვერ წამოიწყებს, მაგრამ ესაა ქვეყნის ლიდერის პასუხი, რომელსაც სათავეში ისეთი შეშინებული მონა ფარჩაკი არ უდგას, როგორც ჩვენთან

მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე:
დღევანდელი მდგომარეობით პუტინი ვერანაირ ომს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცხადია ვერ წამოიწყებს, მაგრამ ესაა ქვეყნის ლიდერის პასუხი, რომელსაც სათავეში ისეთი შეშინებული მონა ფარჩაკი არ უდგას, როგორც ჩვენთან.
რუსი პროპაგანდისტების განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი ომისთვის უნდა მოემზადოს. ალიევის თქმით, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანის მთავრობა საფრთხის ახალ წყაროებს აკვრიდება და სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს, რათა დაიცვას უსაფრთხოება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ რუსი პროპაგანდისტების მუქარა უძღოდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში “ახალი სამხედრო ოპერაცია” გახდეს საჭირო.
“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის ნებისმიერ დროს, რადგან მსოფლიოში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ხვალინდელი დღის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ჩვენი უსაფრთხოების გარანტია ჩვენვე ვართ, სახელმწიფო, ხალხი და ჩვენი შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ აზერბაიჯანს თავს დაესხას, ის ამას აუცილებლად ინანებს” | თქვა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…