ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია ომიაძე დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ბორჯომში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაია ომიაძემ სვანეთის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ორგანიზაციების წევრებს 2024 წლის სამოქმედო გეგმა, ღონისძიებები და პროექტები გააცნო.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დანიშნულების მართვის 5 ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით ჩამოყალიბდა და რეგიონებში ტურისტული პროდუქტების შექმნასა და პოპულარიზაციას უწყობენ ხელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.