მაია ომიაძე – ავიაკომპანია Transavia-ს შემოსვლა საქართველოს ცნობადობას გაზრდის საფრანგეთში და ძალიან ბევრ ახალ მოგზაურს ჩამოიყვანს ჩვენს ქვეყანაში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ავიაკომპანია Transavia France 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით შეასრულებს.
მისივე თქმით, დამატებითი პირდაპირი რეისის დანიშვნა კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს ცნობადობას და ძალიან ბევრს ახალ მოგზაურს საქართველოში ჩამოიყვანს.
„კიდევ ერთი ახალი ევროპული ავიაკომპანია Transavia საქართველოში იფრენს, 2025 წლის აპრილიდან, თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით. როგორც იცით, ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. ჩვენ ძალიან აქტიურად მარკეტინგულ კამპანიებს საფრანგეთში ვახორციელებთ. ყოველწლიურად ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებისთვის და პარტნიორების გასაცნობად საფრანგეთის ტურისტულ გამოფენას სტუმრობენ, შესაბამისად, ვფიქრობთ, დამატებითი პირდაპირი რეისის დანიშვნა კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს ცნობადობას და ძალიან ბევრს ახალ მოგზაურს საქართველოში ჩამოიყვანს“, – აცხადებს მაია ომიაძე.
ინფორმაციისთვის, Transavia France 2006 წელს დაფუძნდა. კომპანია Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა